27 თებერვლის ღამეს, დუბლინიდან თბილისში, ჩარტერული რეისით, საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. დეპორტირებულებს შორის 28 მამაკაცი, 3 ქალი და ერთი მცირეწლოვანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
ირლანდიის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს იყო პირველი ოპერაცია, რომელიც დეპორტაციისთვის ჩარტერული თვითმფრინავის გამოყოფის მიზნით გასული წლის ნოემბერში ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდა.
„ჩემთვის და ამ მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ ჩვენი საიმიგრაციო კანონები იყოს ძლიერი და აღსრულებული. უნდა არსებობდეს შედეგები იმ პირებისთვის, რომლებიც უარს იტყვიან სახელმწიფოს დატოვებაზე, როდესაც მათ ამის ბრძანება მიიღეს“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა, ჯიმ ო'კალაგანმა.
მისივე თქმით, 27 თებერვლის ავიარეისი იყო „მნიშვნელოვანი დასაწყისი იმის უზრუნველსაყოფად, რომ დეპორტაციის ბრძანებები აღსრულდება“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფრენები მომავალშიც დაინიშნება.
ჯიმ ო'კალაგანის განმარტებით, მათ, ვისაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა ან აღმოჩნდება, რომ არ აქვთ ქვეყანაში დარჩენის ნებართვა, ნებაყოფლობით სახლში დაბრუნებაში დახმარებას სთავაზობენ.
„როდესაც ეს ვარიანტი არ არის გამოყენებული, ისინი ექვემდებარებიან დეპორტაციას „გარდას“ (პოლიციის) ეროვნული საიმიგრაციო ბიუროს მიერ. აღსრულება და ნებაყოფლობითი დაბრუნება ნებისმიერი მდგრადი თანამედროვე საიმიგრაციო სისტემის ფუნდამენტური ნაწილია. პრიორიტეტს მივანიჭებ ყველა სახის დაბრუნების გაზრდას“, - დასძინა მინისტრმა.
გამოცემა Irish Independent-ი წერს, რომ ჩარტერული რეისი 102 476 ევრო დაჯდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისისთვის საერთაშორისო დაცვის განსახლების სამსახურის (IPAS) საცხოვრებლებში საქართველოს 2992 მოქალაქე ცხოვრობდა.
ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში 2018 წელს შეიყვანა.
