ივანიშვილი: ასეთი ეკონომიკური აღზევებით ქვეყანა არ არის, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მმართველ პარტიას „ყველა მიმართულებით უამრავი მიღწევა აქვს“ და ვინც მის გაკრიტიკებას ცდილობს, „ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს“. ამის შესახებ მან სამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როდესაც ხაზარაძე და ჯაფარიძე შემოვიდნენ პოლიტიკაში, გამიხარდა, რომ ფინანსისტები არიან და რაღაცას გაუწევენ ანგარიშს. ყველაზე უარესები გამოდგნენ. გამოდის ხაზარაძე და ამბობს - სად არის 100 საწარმო? ჯაფარიძე, მგონი, ერთ-ერთ ტელევიზიაში იყო და ჟურნალისტი ეუბნება, აი, აგერ 500 თუ 700-ის სია მაქვსო. 700 ახალი საწარმო აშენდა, 800 გადაიარაღდა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელობის არის, ვიდრე ახლის აშენება, ბევრ შემთხვევაში, უფრო ძვირიც ჯდება. გამოდის და ამბობს, სად არის 100 საწარმო? სად არის უფასო ფული? იაფი ფული? მილიარდზე იყო საუბარი, სამ მილიარდზე მეტი დაიხარჯა და ექვისიც მემგონი, პროცენტებს როდესაც სახელმწიფო უდგებოდა, სხვადასხვა პროგრამები იყო უამრავი და ამან გამოიწვია საოცარი ეფექტი.

ასეთი ეკონომიკური აღზევებით ქვეყანა არ არის, რომ დაასახელო. პირველ ადგილზე ვართ მთელ მსოფლიოში. საოცრება ხდება საქართველოში.

ხაზარაძე გამოდის და ამბობს - ჭაობში გინდათ ცხოვრებაო? ჭაობი თვითონ დატოვა ანაკლიის სახით.... ასე უსიდისოდ გამოდიან და ასი საწარმო სად არისო, სად არის იაფი ფულიო. ასეთ მარტივ ტყუილებს როგორ ეგება ხალხი, გაოცებული და გაოგნებული ვარ პირდაპირ... ამ დროს მსოფლიოში არ არის ასეთი ზრდა ეკონომიკის.

ევროკავშირს რაც შეეხება, ჩვენ რამდენი რამ გავაკეთეთ ევროკავშირში შესასვლელად, აღარ ჩამოვთვლი. თვითონ ევროკავშირი რისი კავშირია და რის საფუძველზე გახდა საინტერესო - სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებზე, თანაბარი კონკურენცია, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ისეთი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, მსოფლიოს ქვეყნებს ვედრებით და მე გამოვედი რეიტინგებით - ან პირველი ვართ, ან სამეულში შევდივართ ან ხუთეულში პროგრესით. საოცარი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით; ის, რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს.

ე უკრაინის დიდი მეგობარი ვარ და ასე მივიჩნევ თავს და ძალიან განვიცდი, რაც იქ ხდება. მე ესეთ ევროპაში შესვლა, რასაც ჩვენს წინ მაგას ექაჩებიან, დიდად არ მომინდებოდა. არც ის, რაც მოლდავეთში ხდება რეალურად, ვინც იცის რაც ხდება, ეგეთი შესვლა ჩემთვის საინტერესო არაა. ჩვენ უნდა შევიდეთ წელგამართულები.

ნახეთ ეს ტემპები რის საფუძველზე ვზრდით ჩვენ. ეკონომიკა რატომ გვაქვს ასეთი? რატომ გვაქვს ასეთი სასამართლო? ნახეთ საერთაშორისო რეიტინგები ჩვენი თუ არ გჯერათ. ჯერ გაიხედეთ ირგვლივ - ყველა ქალაქი შეიცვალა, ხალხო. ნახეთ, რა მოხდა მოკლე დროში. სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა ყველა მიმართულებით ყველაფერი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ქვეყანის ეკონომიკას დაანგრევდა: „ხაზარაძე გამოდის, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ, ათასლარიან პენსიას მოგცემთო. ას ლარს ვერ გადაიხდის. ვინც ეკონომიკა იცის, ასლარიან პენსიასაც ვერ გადაიხდის, გარწმუნებთ, ეს სანქციები რომ დავაწესოთ“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.