ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე დემოკრატიული პარტიის პრეზიდენობის კანდიდატობაზე უარი თქვა. გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენი წერს, რომ ამერიკელი ხალხის სამსახურში ყოფნა მისთვის უდიდესი პატივია და სურდა, ხელახლა ყოფილიყო არჩეული, თუმცა მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია, თუ კანდიდატურას მოხსნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
ბაიდენის თქმით, თავის ამ გადაწყვეტილებაზე დეტალურად მოგვიანებით, კვირის განმავლობაში ისაუბრებს.
„გადავწყვიტე არ მივიღო ნომინაცია და მთელი ჩემი ენერგია მივმართო ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე, დარჩენილი ვადის განმავლობაში“, - მიმართავს ბაიდენი დემოკრატიული პარტიის წევრებს.
ბაიდენის თქმით, ის სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტობის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის დასახელებას „2020 წელს, ჩემი, როგორც პარტიის კანდიდატის პირველი გადაწყვეტილება იყო ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა და ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. დემოკრატებო, დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი“, - აღნიშნავს ბაიდენი.
ჯო ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ მხარდამჭერები და თანაპარტიელები აქტიურად მოუწოდებდნენ რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან დებატებში წარუმატებლობის შემდეგ. ბაიდენი ამტკიცებდა, რომ მარათონს არ გამოეთიშებოდა.
„ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი“, - თქვა ტრამპმა ბაიდენის გადაწყვეტილების კომენტირებისას. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ კამალა ჰარისთან გამარჯვება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტთან.
