თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე კიდევ ერთხელ დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას გაემიჯნენ და პეტიციას მოაწერეს ხელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
„ამ დღეებში ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რაც გავრცელდა. მერიის, თუ არ ვცდები, 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. ჩვენ მუნიციპალიტეტში 32 ათასამდე თანამშრომელი გვყავს. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.
საბოტაჟის მცდელობა, მერწმუნეთ, პასუხგაუცემელი არ დარჩება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კალაძემ.
მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ ხელმოწერილ პეტიციაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, „არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა“.
„ჩვენ ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას“, - აცხადებს მერიის სხვადასხვა სამსახურის 200-ზე მეტი თანამშრომელი.
თანამშრომლების პროტესტს კახა კალაძე 1-ელ დეკემბერსაც გამოეხმაურა. მაშინ მან თქვა, რომ ნოემბრის ბოლოს მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა და „ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა“.
იურისტები განმარტავენ, რომ საჯარო მოხელეების პირდაპირი ან ირიბი იძულება, დაწერონ განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, მათ მიერ გამოხატული ლეგიტიმური პროტესტის ან სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
