„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებს სწორად ავსებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს ან კანონის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები გადამედგას. მე ვარ შემდგარი ადამიანი. ცდილობთ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება წაშალოთ, მაგრამ ვერ მოახერხებთ ამას. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი, მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი და დღეს ვარ შემდგარი ადამიანი, დამოუკიდებელი ადამიანი“, - უთხრა კალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს.
კახა კალაძის თქმით, „ძალიან სამწუხარო და დასანანია“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
„მე ირაკლის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო. ძალიან მწყდება გული, დანარჩენისთვის გამოძიებას დაველოდოთ“, - თქვა მან.
პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თანამდებობაზე ყოფნის დროს ფარულად ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას, იღებდა არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს და მათი ლეგალიზაციის მიზნით, ქონებრივ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, თითქოს, დიდი ოდენობით თანხებს მამისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბინის ჩხრეკის შედეგად 6 500 000 აშშ დოლარია ამოღებული.
ღარიბაშვილს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია წარედგინა, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის თანახმად, ის დანაშაულს სრულად აღიარებს.
კრიტიკული მედია ირაკლი ღარიბაშვილს წლების განმავლობაში ამხელდა კორუფციასა და უკანონო გამდიდრებაში. ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ მის ოჯახს „აბსოლუტურად კანონიერი“ შემოსავლები ჰქონდა.
