თბილისის მერობის კანდიდატი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მელიქიშვილის გამზირზე მდებარე მისი საარჩევნო შტაბის ფასადზე ბანერების გაკვირის ნებართვა შენობის მფლობელმა მისცა და არა მუნიციპალიტეტმა. აღნიშნულ ბანერზე საპროტესტო წარწერის გაკეთების გამო 23 წლის სტუდეტნია დაკავებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
„ამას ნებართვა მუნიციპალიტეტიდან არ სჭირდება. ამას სჭირდება მფლობელის ნებართვა და ეს, რა თქმა უნდა, გვაქვს, იმიტომ, რომ ნაქირავები გვაქვს ფართი. ნაქირავები გვაქვს იმისთვის, რომ საარჩევნო შტაბი გაიხსნას და ის პირობა, რომ ბანერები გაიკრას, საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.
საარჩევნო კოდექსით, სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, ან მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტტა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, კახა კალაძის შტაბის ფასადზე გაკრული ბანერები შესაძლოა უკანონოდ შეფასდეს.
„საარჩევნო კოდექსით კატეგორიულად აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაზე. პეტრე მელიქიშვილის N12-ში მდებარე შენობა (სასტუმრო „საქართველო“) სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ პორტალზე მონიშნულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. შესაბამისად, ამ შენობაზე სააგიტაციო მასალის გამოფენა აკრძალულია და შესაძლებელია შეფასდეს შენობის იერსახის დამახინჯებად. შენობის იერსახის დამახინჯება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს იმ პირის დაჯარიმებას, რომელმაც ეს პლაკატი გააკრა“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
ამ საკითხს ერთ-ერთმა პირველმა ყურადღება იურისტმა ირაკლი აბესაძემ მიაქცია. 10 სექტემბერს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აბესაძე წერდა, რომ „ბანერი, რომლის ვითომ დაზიანების გამო აქციის მონაწილეებს სისხლისამართლებრივი დევნით ემუქრებიან, თბილისის მოქმედ მერს უკანონოდ აქვს განთავსებული“.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 131-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტით მსგავსი ბანერის უნებართვოდ განთავსება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჯარიმდება 16 000 ლარით და ბანერის, როგორც უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციის, დემონტაჟით.
ასე, რომ ახლა შსს-ს ნაცვლად საკითხს უნდა სწავლობდეს კალაძისვე მუნიციპალური ინსპექცია და მოქმედი მერის შტაბს უნდა აჯარიმებდეს 16 000 ლარით კანონის უხეში დარღვევისთვის, თანაც ბანერს უნდა ხსნიდნენ და სანაგვეზეც აგდებდნენ“, - წერდა აბესაძე.
9 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე დემონსტრანტებმა კახა კალაძის ბანერს „რუსული ოცნება“ დააწერს, ესროლეს კვერცხები და სითხე შეასხეს. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მეორე დღეს, 10 სექტმებრეს, ამ მუხლით 23 წლის სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტი, მეგი დიასამიძე დააკავეს.
