აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი საქართველოში ჩატარებულ სადავო საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მან მიხეილ ყაველაშვილს „ანტიამერიკელი პროვოკატორი“ და „ანტიდემოკრატიული ფიგურა“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი არსი იმით, რომ თავის მედროშედ ცნობილი ანტიამერიკელი პროვოკატორი მიხეილ ყაველაშვილი შეარჩია. ბატონი ყაველაშვილი მთავარი ფიგურაა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში, მათ შორის რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის თანაავტორობაში როლის გამო“, - ნათქვამია სენატორ კარდინის განცხადებაში.
მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და ყველა დაკავებული მომიტინგე გაათავისუფლოს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხისგებაში უნდა მისცეს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ სასტიკი დარბევის ორკესტრირებაზე, მათ შორის მაგნიტსკის გლობალური სანქციების დაწესებით. ახლა არის მომენტი, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დაუდგნენ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მათ სწაფვაში“, - აცხადებს სენატორი.
არალეგიტიმურ პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია, რომელიც ამავე პარტიის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
53 წლის მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი ფეხბურთელი, დეპუტატი და ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ წევრია, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს. ის კანდიდატად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა. „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ - ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“, - აღნიშნა ივანიშვილმა ყაველაშვილის წარდგენის დროს.
მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.
