„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდება და ის მხოლოდ 2003-2012 წლების მოვლენების „გამოძიებით“ აღარ შემოიფარგლება. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას, აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროებაც. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაც წარსულში ჩაიდინეს, იმისი გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სჩადიან. მეტიც, მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს“, - განაცხადა მდინარაძემ 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ოპოზიციას 2012 წლის შემდგომაც აქვს ჩადენილი „უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს“.
„ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი მანდატი გაფართოვდეს და ახალი დადგენილებით გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ საერთო ჯამში 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე“, - თქვა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხებზე პროკურატურაშიც მიმდინარეობს „ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“ და „ქართული ოცნება“ მის შედეგებსაც დაელოდება. მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმება ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაწყებული გამოძიება.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვალში შექმნა და მას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კომისია ყურადღებას ამახვილებს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომია.
