„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არაობიექტურობაში, „რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ“ მიკერძოებასა და პრეზიდენტის ინსტიტურტის პრესტიჟისთვის საფრთხის შექმნაში სდებს ბრალს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს შეფასებით, ზურაბიშვილის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას „ქართული ოცნების“ მოწოდების საფუძველზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი.
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში. მივიჩნიეთ, რომ უპარტიო ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელოვანი მოღვაწეების შთამომავალი და ამით, განასახიერებდა კავშირს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიასა და თანამედროვე საქართველოს შორის, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ მისიისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ“, - ამბობენ მმართველ პარტიაში.
მათივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება „უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით“, „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოს თავი.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.
დასასრულს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომელიც პარტიამ დღეს გაავრცელა.
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის გამო. მისი თქმით, ხელისუფლება მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს ლანძღავს, მაშინ, როდესაც „მათ, ვინც, ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე“, ეგებება და უფრთხილდება. ორ დღეში, 31 მაისს, ევროპარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლაა დაგეგმილი. როგორც მან განაცხადა, ევროპა ქართველი ხალხის ხმას გაიგებს.