აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ (DIA) გამოაქვეყნა გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასება, რომელშიც საქართველოსა და სომხეთში რუსეთის გლობალურ გავლენებზეა საუბარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„რუსეთს თითქმის უეჭველად აქვს გამიზნული საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ მთავრობამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს“, - წერია ანგარიშში.
რაც შეეხება სომხეთს, ანგარიშის თანახმად, „რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა, რადგან სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრებოდა. რუსეთმა კი საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხეთის დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის.“
ანგარიში, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გარდა, ეხება ჩინეთის, ირანის (და მისი არაპირდაპირი ძალების), ჩრდილოეთ კორეისა და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეებს.
„ეს არის სრული სისულელე, რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი? ასეთი სისულელეები რომ ხვდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს „დიდ სთეითის“ გავლენაზე“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში საქართველოს შესახებ შეფასებას.
