აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა და დემოკრატმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის წამყვანმა წევრმა სტივ კოენმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
ისინი გამოხატავენ სოლიდარობას ქართველი ხალხისადმი, რომელიც აგრძელებს მშვიდობიან პროტესტს თავისი დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად ხელისუფლების სასტიკი რეპრესიების ფონზე.
„ხუთშაბათს, ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში, თბილისსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა გაეპროტესტებინათ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ გამოცხადებული გადაწყვეტილება. ამ მშვიდობიან პროტესტს უკიდურესი ძალადობა დახვდა. ჩვენ ვგმობთ ამ პასუხს ყველაზე მკაცრი ფორმით.
არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ მოახდინა ქვეყანაში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების მანიპულირება, რათა შეენარჩუნებინა ძალაუფლება და კვლავ უარყო ქართველი ხალხის ცალსახა მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
ამ კვირის დასაწყისში, „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა ახალი მთავრობის ფორმირება ოპოზიციისსრული ბოიკოტის ფონზე და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. ამრიგად, ეს დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს მათ ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების აღსადგენად ბრძოლაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმ პირების დასასჯელად, ვინც დაარღვია ქართველების უფლება, პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ და აირჩიონ საკუთარი ლიდერები“, - ვკითხულობთ ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
28 ნოემბერს, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებისგახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად თბილისსა და რეგიონებში აქციები მიმდინარეობს.
