შენგენის ზონის წევრი შვეიცარია 2026 წლის 3 აპრილიდან სავიზო შეზღუდვებს უწესებს საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს. ფედერალური საბჭოს ეს გადაწყვეტილება ძალაში სულ მცირე 12 თვის განმავლობაში დარჩება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
გასულ თვეში ევროკავშირმა პირველად საქართველოს მიმართ აამოქმედა ვიზების შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი და დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების „განზრახ და მუდმივი დარღვევის“ საპასუხოდ, დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ერთი წლით შეაჩერა.
ევროკომისიამ განმარტა, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიებმა, ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების დარღვევა გამოიწვია. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ვიზების ლიბერალიზაცია“.
მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია ევროკავშირის წევრი არ არის, ის შენგენის ზონის ნაწილია და იურიდიულად ვალდებულია, შენგენის კანონმდებლობაში ცვლილებები გაითვალისწინოს. უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება.
დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტები კონკრეტული თანამდებობის პირებსა და სახელმწიფო მოსამსახურეებზე მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაიცემა. ამ ტიპის პასპორტებს ფლობენ, მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირები - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე (ასევე მათი მეუღლეები), პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები, დიპლომატიური რანგის მქონე პირები და ა.შ.
