საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის განცხადებით, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას (BBC) სასამართლო დავა მოუგო და მის შესახებ მომზადებული საგამოძიებო მასალა ყველა პლატფორმიდან წაიშალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ტელეკომპანია BBC-მ, ჩემ მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც ფაქტობრივად დადასტურდა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით.
სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად აჩვენებს, რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა, ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა, ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად.
ამას საქართველოს გარეთ ჩატარებული სხვა სასამართლო პროცესების შედეგებიც ადასტურებს. „ქართული ოცნების“ ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად (2024 წლის ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები)“, - წერს დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.
კეზერაშვილის ინფორმაციით, BBC-მ აიღო ვალდებულება, რომ მომავალში არ დაუბრუნდება „ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას“ და სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს აუნაზღაურებს.
2023 წლის აპრილში BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გლობალური თაღლითური ქსელის უკან მდგომი ერთ-ერთი ბიზნესმენი იყო. სტატიის მიხედვით, ჟურნალისტებმა გამოავლინეს Milton Group-თან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც პოტენციურ მსხვერპლებს ტელეფონით უკავშირდებოდნენ და დანაზოგის ინვესტირებას სთავაზობდნენ. მასალის მიხედვით, თაღლითურმა ქსელმა რიგითი ადამიანები მილიარდ დოლარზე მეტით გაძარცვა. Milton Group-ს BBC კეზერაშვილს უკავშირდებოდა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მას ეკუთვნოდა კიევში მდებარე საოფისე შენობა, რომელშიც თაღლითური ქოლცენტრი იყო განთავსებული. აღნიშნული მასალა BBC-ის ვებგვერდზე დღეისთვის მიუწვდომელია.
