დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის წინ, ათასობით მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას, პირობა დადო, რომ სწრაფად შეასრულებს მისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას და პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების პირველივე დღეს მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს იმიგრაციაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„იმ დროისთვის, როცა ხვალ საღამოს მზე ჩავა, ჩვენს საზღვრებში შემოჭრა შეჩერდება და საზღვრის ყველა უკანონო დამრღვევი, ამა თუ იმ ფორმით, სახლში დაბრუნდება“, - ციტირებს CNN-ი ტრაპის მიერ Capital One Arena-ზე გაკეთებულ განცხადებას.
დეკემბერში, აშშ-ის სასაზღვრო პატრულმა საზღვრის უკანონო კვეთის 47 300 შემთხვევა დააფიქსირა, რაც უმნიშვნელო ზრდაა ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2020 წლის ივლისის შემდეგ. CNN-ის თანახმად, მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს კვეთენ, მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავშესაფრის პოლიტიკა გაამკაცრა.
დონალდ ტრამპი კონკრეტულ ზომებს დღეს, 20 იანვარს, საინაუგურაციო გამოსვლის დროს დაასახელებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ინაუგურაციის შემდეგ ის 200-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერს ხელს, მათ შორის 100-მდე აღმასრულებელ ბრძანებებს.
„ბაიდენის ადმინისტრაციის ყოველი რადიკალური და სულელური აღმასრულებელი ბრძანება გაუქმდება ფიცის დადების შემდეგ რამდენიმე საათში... ხვალიდან მე ვიმოქმედებ ისტორიული სისწრაფითა და ძალით, რათა გადავწყვიტო ყველა კრიზისი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, - განუცხადა ტრამპმა გულშემატკივრებს.
დღეს, 20 იანვარს, დონალდ ტრაპი მეორე ვადით დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
