მამუკა ხაზარაძემ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო სიის 26 წევრი წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
„ჩვენ ძლიერი კოალიცია შევქმენით იმიტომ, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში შევცვალოთ ის პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში უკან დახია. ჩვენ შევქმენით ახალგაზრდა, პროფესიონალი, სამშობლოს მოყვარული ადამიანების გუნდი, რომელსაც აქვს ერთი მიზანი - პოლიტიკა იყოს სუფთა და ეს პოლიტიკოსების ემსახურონ არა რომელიმე ქვეყანას, არამედ ემსახურონ საქართველოს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სიის შემადგენლობაში არიან:
- მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ თავმჯდომარე;
- ანა დოლიძე - პარტიის, „ხალხისთვის“ დამფუძნებელი;
- ბადრი ჯაფარიძე - „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე;
- ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის დეპუტატი, „ლელოს“ წევრი;
- ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი;
- ირაკლი კუპრაძე - „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი;
- ქეთევან თურაზაშვილი - პარტია „მოქალაქეების“ წევრი;
- საბა ბუაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ლელოს“ წევრი;
- სალომე სამადაშვილი - პარლამენტის დეპუტატი, „ლელოს“ წევრი;
- დავით რაქვიაშვილი - უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;
- თამარ ლალიაშვილი - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
- გრიგოლ გეგელია - პოლიტიკის თეორიის დოქტორი, პარტია „ლელოს“ საერთაშორისო მდივანი;
- ლევან სამუშია - ადვოკატი, პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- გიორგი უშიკიშვილი - ფოლკლორისტი;
- ვახტანგ სურგულაძე - თბილისის საკრებულოს წევრი, პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- ლანა გალდავა - პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- მაკა ნუცუბიძე - საჯარო სამართლის დოქტორი;
- მედეა მეტრეველი - ფილოლოგიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- ალექსანდრე ელისაშვილი - პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი;
- ბაკურ კვაშილავა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
- აგილ მუსტაფაევი - იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი;
- ირაკლი ქობალია - პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი;
- ირაკლი უცინაშვილი - აქტივისტი გარემოს დაცვის საკითხებში;
- გიორგი რეხვიაშვილი - იურისტი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი;
- ოთო ფარულავა - სამოქალაქო აქტივისტი, „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილ სიაში 108 ადამიანია.
კოალიცია „ძლიერი საქართველოში“ გაერთიანებულები არიან პარტიები „ლელო“, „ხალხისთვის“, „მოქალაქეები“, ასევე პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ და მოძრაობა „GEN Z ევროპისთვის“. კოალიციას შეუერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.
