კობახიძე მაკრონს ურჩევს მიხედოს უკრაინას, რომელიც „გაწირეს განადგურებისთვის“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ტყუილი უწოდა და ურჩია, უკრაინას „მიხედოს“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

6 იანვარს მაკრონმა საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ასევე, შეცვალა თავისი აგრესიულობის ხასიათი ევროპელების და პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ. როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა მკვეთრად შეცვალა ალიანსი სომხეთთან და მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ქმედებებს, რადგან პირველად ქვეყანას ჰყავს „მამაცი პრემიერ-მინისტრი“, რომელმაც მას წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო საქართველოში მოახდინა საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაცია და გაყალბება. მაკრონის თქმით, რუსეთი იგივეს გაკეთებას შეეცადა მოლდოვაშიც, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მან ვრცლად ისაუბრა უკრაინაზეც და აღნიშნა, რომ ევროპელებმა რუსეთს არ უნდა მისცენ საშუალება, უკრაინაში გაიმარჯვოს: „ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება საერთაშორისო წესრიგის გამო, ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გამო“, - თქვა მან.

ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონს შობის ღამეს, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ სადმე ერევა რუსეთი, უკრაინაა და „ყველას ურჩევნია“, მას მიხედოს. კობახიძე, რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, დასავლეთს ადანაშაულებს უკრაინის „განადგურებაში“.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე. ეს არის განადგურებული უკრაინა“, - განაცხცადა კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

არჩევნებიდან ერთ თვეში, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არაერთხელ დაარბია. ემანუელ მაკრონმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან საუბრის დროს ყველა თვითნებურად დაკავებულის გათავისუფლება და შეკრების თავისუფლების პატივისცემა მოითხოვა.

საპროტესტო აქციები თბილისში 40 დღეა გრძელდება. მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.