კობახიძე საგამოცდო პროგრამიდან საკითხების ამოღებას წინა ხელისუფლებას უკავშირებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერთიანი ვეროვნული გამოცდების პროგრამიდან ქართული ლიტერატურისა და ისტორიის ზოგიერთი საკითხის ამოღება „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებას დაუკავშირა, კრიტიკას კი „წმინდა წყლის სპეკულაცია“ უწოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არის გარკვეული ჩამონათვალი ლიტერატურის და ისტორიის მონაკვეთების, რომლებიც აქამდეც არ შედიოდა სავალდებულო პროგრამაში, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა.

იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რომლებიც სავალდებულო პროგრამით არ იყო გათვალისწინებული, რაც, რა თქმა უნდა, ჯანსაღი მოთხოვნაა - შენ თუ არ გავალებენ სკოლაში რაღაცის სწავლას, ბუნებრივია, შემდეგ გამოცდაზე ამისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ.

შესაბამისად, მხედველობაში მივიღეთ მოსწავლეების ეს მოთხოვნა და არასავალებულო საკითხები აღარ იქნა შეტანილი სავალდებულო პროგრამაში და მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები და კონკრეტული პასაჟები ისტორიის სახელმძღვანელოებიდან“, - განაცხადა კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, თვალი გადაავლო ლიტერატურის ჩამონათვალს, რომელიც სავალდებულო პროგრამაში არ შედის და გაოგნებული დარჩა.

„უბრალოდ, არ შეიძლება ეს ნაწარმოებები არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც, გარკვეულწილად, იმიტომ, რომ რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ არ არის მოვლილი, რასაც, რა თქმა უნდა, უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა ჩვენ გვაქვს დაწყებული.

გამაოგნებელია ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული მიმართულებები. რატომ ხდებოდა გარკვეული საგნების მეორე პლანზე გადაწევა, რატომ ხდებოდა კონკრეტული საგნებიდან გარკვეული მასალების ამოღება და ეს ხდებოდა წლიდან წლამდე. ეს პროცესები დაიწყო, დაახლოებით, 20 წლის წინ, სისტემურად.

თქვენ გახსოვთ ვინ იყვნენ განათლების მინისტრები წინა ხელისუფლების პირობებში და სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, სასწავლო პროგრამიდან, სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებს მოსწავლეში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ, შეგნებულად მიმდინარეობდა ეს პროცესები და ეს გაგრძელდა, სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგაც“, - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა მოსწავლეების სასწავლო პროგრამაში.

„ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მან დააყენა, როდესაც საუბარი გვქონდა ეროვნული მნიშვნელობის თემებზე, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, იმავე ისტორიის, ლიტერატურის მიმართულებით, თუმცა არამარტო. საუბარია ყველა საგანზე. ყველაფერი იქნა მხედველობაში მიღებული. ჩვენ დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რაც არის გზამკვლევი დოკუმენტი, მოცულობით საკმაოდ მოკლე დოკუმენტი, თუმცა ასახულია მთავარი პრინციპები და ამ დოკუმენტში შევიტანეთ ის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული სასწავლო პროგრამაში. ... ეს არის პირველი ნაბიჯი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს უნდა დაეფუძნოს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ამას უნდა დაეფუძნოს სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, რაც თვისებრივად გადასახედია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

განათლების სამინისტრომ ლიტერატურასა და ისტორიაში 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოიღო მთელი რიგი საკითხები, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლას პირდაპირ თუ ირიბად ეხება. 2025 წლის პროგრამის მიხედვით, აბიტურიენტებისთვის სავალდებულო აღარაა 1802, 1804, 1812 და 1819-20 წლების რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებების სწავლა. ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, „ბედნიერი ერი“, „ჩემო კალამო,“ „განდეგილი,“ „აჩრდილი“ და „პასუხის პასუხი“, ასევე ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ და პოემა „ბახტრიონი“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).