ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში „ძალიან მალე“ შევა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და დასძინა, რომ პარტიები სრულია სია სარჩელის წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„სრულ სიას იხიალვთ თქვენ იმ დღეს, როდესაც შევა ოფიციალურად სარჩელი. პრინციპი არის შემდეგი - პირველი, ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მათზე აუცილებლად გავრცელდება სარჩელი და რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა და დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს, ფაქტობრივად, პოლიტიკაში ყოფნაც აეკრძალება. კერძოდ, ასეთი პირი ვერ შეძლებს სხვა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, პარტიაში გაწევრიანებას და მის დაფინანსებას, ასევე, შეეზღუდება პასიური საარჩევნო უფლება.
„აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდათ პარტიული სტატუსი, მაგრამ პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული შესაბამის პარტიებთან, მათ შორის, შეიძლება დაკავშირებული იყვნენ 9-წლიან რეჟიმთან და ა.შ. ასეთი კატეგორიის ადამიანები იგულისხმება ამ ჩანაწერში“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამ თემაზე:
კობახიძემ დააკონკრეტა რომელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება“
