ჰელსინკის კომისიის წევრები სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით „დაუყოვნებელი და გადამწყვეტი“ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. წერილში, რომელსაც ხელს კონგრესმენები ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვისი აწერენ, საუბარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო წრისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
ბლინკენისთვის 26 ივლისს გაგზავნილ წერილში კონგრესმენები წერენ, რომ მიესალმებიან ვიზების შეზღუდვის პოლიტიკის ამოქმედებას მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.
„ვფიქრობთ, რომ ეს არის სერიოზული ნაბიჯი გადადგმული თბილისში მზარდად ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ. თუმცა, ადგილზე მოვლენების განვითარების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ სასწრაფოდ მეტის გაკეთებაა საჭირო საქართველოს მოსახლეობის დასაცავად.
მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, დაიწყოს ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი საქართველოში კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების მიმართ, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო წრისთვის.
ცხადი უნდა იყოს, რომ საქართველოში ან ანტიდასავლურ ელემენტებთან კავშირში მყოფი კორუფციისა დამავნე გავლენის მთავარ აგენტებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ინადირონ საქართველოს ხალხზე და თავს დაესხან მის დემოკრატიას სრულვილსამებრ“, - ვკითხულობთ წერილში.
როგორც კონგრესმენები წერენ, აქვთ ინფორმაცია, რომ „შავი ფულის“ მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მავნე მფარველობის სისტემას, მოდის მთელს მსოფლიოში გავრცელებული „თაღლითური“ ქოლ-ცენტრებიდან.
„ეს „ქოლ ცენტრები“, როგორც ჩანს, წარმოადგენს თანამშრომლობის კვანძებს საქართველოში კორუმპირებულ აგენტებს შორის, ისევე როგორც მათ სხვა კლეპტოკრატ კოლეგებს შორის რუსეთში. სავარაუდოა, რომ იგივე „ქოლ ცენტრები“ სხვადასხვანაირად მობილიზებული იყო ბოლო თვეებში, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წევრების, დემოკრატიის აქტივისტების, პოლიტიკურიოპოზიციისა და მათი ოჯახის წევრების შევიწროებისა და დაშინებისთვის.
უკანონო შემოსავალი, რომელსაც ისინი აგენერირებენ, ასევე არის ძირითადი შენატანი სხვადასხვა კორუფციულ ქსელში საქართველოში, რუსეთსა და მათ ფარგლებს გარეთ, ეხმარება პოლიტიკური ეკონომიკის შემაშფოთებელი სისტემის შენარჩუნებას, რამაც ხელი შეუწყო ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ შემობრუნებას საქართველოში.
ასევე სავარაუდოა, რომ იგივე ქსელები კვებავენ რუსულ კორუმპირებულ ქსელებს და სანქციებისთვის თავის არიდების ან მათი თავიდან აცილების სისტემების შექმნის შესაძლებლობას ქმნიან.
ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სთან და მეგობარი უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ზომები ამ „ქოლ ცენტრების“ ქსელების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე, რათა ხელი შეუშალონ ან ჩაშალონ მათი ოპერაციები“, - წერენ კონგრესმენები. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს ზომები შეავსებს მათ მიერ ინიცირებულ „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა დადამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტს“.
კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. გარდა ამისა, ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს.