საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მოსწავლეები იფიცებიან და აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
პროტესტს გამოხატავენ თბილისის 52-ე და 199-ე (კომაროვი) სკოლების, ასევე, ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის, ზუგდიდის მე-4 და მე-5 სკოლების, ქობულეთის 138-ე სკოლის, გორის მე-9 სკოლის, ბათუმის მე-8 და მე-3 სკოლების, რუსთავის მე-15 და მე-20 სკოლების მოსწავლეები.
„ვერ გაგვიძლო გულმა და გამოვედით აქ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ გვინდა ევროპაში და არ დავუშვებთ, რომ არალეგიტიმურმა მთავრობამ წაგვიყვანიოს და დაგვაბრუნოს იქ, სადაც, სამწუხაროდ, ორი საუკუნე ვიყავით და ვერ დავაღწიეთ თავი“, - უთხრა ტელეკომპანია „პირველს“ ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტებისა და მოსწავლეების აქციაზე იმყოფებოდა.
მოსწავლეები თანატოლებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ.
ტელეკომპანია „პირველმა“ ლანჩხუთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მარიამ წილოსანი, რომელიც შინდისის ბრძოლის გმირის, ემზარ წილოსანის შვილია, ტელეკომპანიასთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ მასწავლებელთან საპროტესტო აქციების თემაზე კამათის შემდეგ, საკლასო ოთახის დატოვება მიუწია.
„შენ ახლა თუ მოგწონს, თბილისში ბავშვები რომ დგანან და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც არ შეეფერებათო. მე ამაზე ვუთხარი, რომ ეგ ბავშვები არასწორს არაფერს აკეთებენ და მათ გვერდით ვდგავარ-მეთქი. ვკითხე, თქვენ თუ იცით, ბავშვებს როგორ ექცევიან, რას აკეთებენ, რომ ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავთ. მიპასუხა - მარტო ერთი ადამიანი რომ ცემეს, ჟურნალისტი, ეგო? ვუპასუხე, რომ მარტო ეგ არა, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ცემენ, ურტყამენ და პოლიციელი არ ასრულებს თავის მოვალეობას მეთქი. მასწავლებელმა აწია ხელები, რომ მე შენთან აღარ გავაგრძელებ არაფერსო. ლაპარაკი იგულისხმა, ალბათ. თუ არ გააგრძელებთ, მაშინ მე ავდგები და გავდივარ გაკვეთილიდან მეთქი. გადი გაკვეთილიდანო, თუ გამოგყვებიან ეს ბავშვებიც, წამოგყვნენო. ავდექით ყველა და გავედით გაკვეთილიდან“, - ამბობს მოსწავლე.
28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
