ესტონეთის შემდეგ, საქართველოს ათობით მოქალაქე პერსონა ნონ გრატად ლატვიამ და ლიეტუვამაც გამოაცხადეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ლატვიის პერსონა ნონ გრატას სიაში საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე და მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61(2) მუხლის შესაბამისად“, - წერს ბაიბა ბრაჟე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, პლატფორმა X-ზე.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებით, 74 ოფიციალურ პირს ლიეტუვაში შესვლის აკრძალვა შეეხო „საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებაში“, - ამბობს ბუდრისი.
ლიეტუვის საგარეო უწყების ინფორმაციით, ახლად სანქცირებულ პირებს შორის არიან ქართველი მოსამართლეები (აქედან 7 საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა), პროკურორები და პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც „ცრუ ჩვენება მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონოდ დაპატიმრებას“.
„ქალბატონი ამაღლობელი თანამდებობის პირების არასათანადო მოპყრობის გამო 38 დღე შიმშილობდა და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა“, - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები დღეს, 3 მარტს გამოაცხადეს. ესტონეთის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან ქართველი მოსამართელეები, პოლიციელები, პროკურორები და „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები.
