რუსული მხარე მზად არის, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გააგრძელოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
„საქართველოს ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება“, - უთხრა მან ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ლავროვმა თქვა, რომ აშშ და ევროკავშირი ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის.
„სინამდვილეში, საუბარია ეროვნული ინტერესების საფუძველზე სუვერენულ განვითარებასა და გარედან მმართველობას შორის არჩევანზე, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან თავსმოხვეულ ნეოლიბერალურ განწყობებს შორის არჩევანზე“, - თქვა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევა უარყო. მან დასავლეთი დაადანაშაულა საქართველოს შიდა საქმეებში „უპრეცედენტო“ ჩარევაში, ხელისუფლებასა და ამომრჩევლებზე ზეწოლაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 011 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.
