რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტამბოლში, „3+3“ პლატფორმის შეხვედრაზე გაიმეორა „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციული ნარატივი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
„ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა დასავლეთის ცნობილი მცდელობა, გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. ვგულისხმობ ისევ ცეცხლის დანთებას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას, საქართველოსა და ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების „გახურებას“. რისკების უმეტესობა, რასაც აქ ვაკვირდებით, დაკავშირებულია დასავლეთის მცდელობებთან, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში თავისი გავლენის მაქსიმალურად გაზრდას, რათა შეარყიოს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ჩვენს სახელმწიფოს შორის თანაბარი, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის“, - თქვა ლავროვმა.
რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის „3+3“ პლატფორმის კარი ღია რჩება და გამოთქვა იმედი, რომ „დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლებიც შეძლებენ ჩაერთონ მის საქმიანობაში“.
„როგორც კი თბილისი გადაწყვეტს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ და თავის სავარძელში დასხდნენ. სავარძელი და კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში არის რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილება. იქ ჩვენი დიპლომატები მუშაობენ. საჭიროების შემთხვევაში, მათ აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმისა და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროში, უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
„3+3“ (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და ირანი) ფორმატში რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივა იყო. პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს, მოსკოვში შედგა. საქართველო უარს აცხადებს ამ ფორმატში მონაწილეობაზე. 2023 წელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „გამორიცხულია ჩვენი მონაწილეობა ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული“.
