ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ე.წ. აგენტების შესახებ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, 2023 წლის მარტში გამართული აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადისს, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრისა და მისი მანქანის დაზიანების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2021 წელს მომხდარ ინციდენტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებულმა დანაშაული პირველივე სასამართლო პროცესზე აღიარა. ამ საქმეზე მას გირაო ჰქონდა შეფარდებული.

მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დანაშაულის კვალიფიკაცია შეცვალა და ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც, რაც მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

მსჯავრდებულის ადვოკატის ლიკა ბითაძის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საქმეზე გრიგორიადისის ბრალდებას უკავშირდება.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი ერთადერთია 7-8 მარტის აქციების მონაწილეებიდან, რომელიც დაპატიმრებულია. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის დაწვას ედავება. ამ საქმეს სასამართლო განიხილავს. ადვოკატი ამბობს, რომ თუ სასამართლოში საქმის განხილვა, ბრალის წარდგენიდან 9 თვეში ვერ დასრულდებოდა, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა ამოიწურებოდა და ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება მოუწევდათ, ახლა კი მისთვის პატიმრობის მისჯით ეს რისკი მოხსნეს. ლაზარე გრიგორიადისს ბრალი 30 მარტს წარუდგინეს. ეს ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება.

„მიგვაჩნია, რომ მოცემული განაჩენი კანონიერი არ არის.

ხსენებული პროცესი 3 წელია არ დანიშნულა და ახლა მხოლოდ იმის გამო ჩანიშნეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო.

სასჯელის ნაწილი აუცილებლად წელიწადი ან წელიწადნახევარი უნდა ყოფილიყო, რაც სასამართლომ სრულად დაადგინა მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა საქმეზე, რომელზეც პროცესები მიმდინარეობს, დაცვის მხარეს საპატიმრო ვადა არ გაეშვა. განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“,- თქვა ადვოკატმა.

მეორე საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ დაარღვია ლაზარე გრიგორიადისის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია.

გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა. არ მაინტერესებს ვინც არის. ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი, უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ“, - განაცხადა პრემიერმა 30 ივნისს, პარლამენტში გამოსვლის დროს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).