„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ცვლილებას აფასებენ. ლევან მახაშვილის თქმით, მშვიდადაა, რადგან უწყება „გამოცდილი პროფესიონალის“, მამუკა მდინარაძის ხელში იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 3 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 4 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 5 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 6 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
„პრემიერ-მინისტრზე მეტი არ შემიძლია ამ შემთხვევაში ვისაუბრო. მან ჩათვალა საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს ცვლილებები იყო აუცილებელი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ანრის და დარწმუნებული ვარ, რომ ის - და ჯერ ის არსად არ მიდის - გააგრძელებს საქმიანობას ამავე სფეროში. ბევრი წელია, ვიცნობ ბატონ მამუკას. არ არსებობს გამოწვევა, რასაც იგი გამართულად, ეფექტიანად, წარმატებით არ უპასუხებს. ამიტომ აქაც დარწმუნებული ვარ და მშვიდად ვარ იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება გამოცდილი პროფესიონალის ხელში“, - განაცხადა მახაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლის მთავარი მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაა. შარმანაშვილის განცხადებით, საკადრო ცვლილებები უსაფრთხოების ახალი ამოცანებიდან გამომდინარე განხორციელდა.
„მდინარაძე გამომძიებელი და ადვოკატი იყო, რომელიც ამ სამართალდამცავ სისტემას სრულად იცნობს, თან არა გარედან, არამედ შიგნიდან. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა ამას აკეთებდა და მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა. პოლიტიკაშიც დიდი გამოცდილება მიიღო, მან საპარლამენტო უმრავლესობა ურთულესს წლებში მართა. უსაფრთხოების ახალი ამოცანებიდან გამომდინარე იყო საკადრო ცვლილებები მიღებული. [...] ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გავლენების გაძლიერება და გადანაწილება ხდება, რასაც ფილიგრანული ტექნიკა სჭირდება, რათა საქართველო ამ მდგომარეობიდან ისე გამოვიდეს, რომ მინიმალური დანაკარგი ჰქონდეს. სასურველია, დანაკარგები საერთოდ არ ჰქონდეს“, - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თითქმის ხუთი თვე იმუშავა. მისი გათავისუფლების შესახებ ცნობილი 23 აგვისტოს, შაბათს, უსაფრთხოების სამსახურის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა. მალევე ბრიფინგი გამართა „ქართუილი ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სადაც თქვა, რომ ოხანაშვილს მამუკა მდინარაძე შეცვლის. ბრიფინგს არცერთი მათგანი არ დასწრებია.
ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კობახიძის მრჩევლად გააგრძელებს მუშაობას.
სუს-ის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე ერთპარტიულმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადა 6 წელია.
