მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, „ქართული ოცნების“ წევრის, რიჩარდ გიგანის შვილი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, 27 წლის მამუკა გიგანმა მოზარდს ქართული ენის არცოდნის გამოს სცემა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომელს დაშემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
19 სექტემბერს სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელ Facebook-ში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს მამუკა გიგანი, რომელიც ყვირის და ხელებს იქნევს. „ადგილზე არიან მარნეულის პოლიციის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი, სუსი, პოლიციელი, საკრებულოს წევრები და არავინ ახლოს არ მიდის მოძალადესთან, არც ძალას იყენებენ გასაჩერებლად“, - წერდა ბაირამოვა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს, 20 სექტემბერს გაავრცელა.
მამუკა გიგანი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.
გასულ კვირაში, პროკურატურამ ამავე მუხლით წარუდგინა ბრალი მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს. საქმის მასალების მიხედვით, 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში, მკლავჭიდელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. პოლიციას ხატია ვიბლიანი არ დაუკავებია. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
