გორის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, თარაშ კანდელაკი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში გაამართლა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის გადაწყვეტილებით, თარაშ კანდელაკს, რომელიც კრივში მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის შვილია, სასჯელის სახით 8 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მას სასჯელის მოხდაში წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან გარდაცვლილის მშობლებიც.
„მაშინ ვინ მოკლა ჩემი შვილი? ვინ დაარტყა? ვინ სცემა? მე სასამართლოსგან ვერ გავიგე, რამ გამოიწვია ერეკლე თედლიაშვილის ასეთი ტრავმა. თუ თარაშმა არ დაარტყა, მაშ ვინ დაარტყა? სასამართლომ ამ კითხვაზე პასუხი ვერ გამცა“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, ირაკლი თედლიაშვილმა.
ერეკლე თედლიაშვილს სამი წლის წინ, 2020 წლის ივნისში, გორში, სტალინის ქუჩაზე, გიორგი კანდელაკის რესტორან „ჟოზეფთან“ სცემეს. მიყენებული დაზიანებების გამო ის კომაში იყო და სამი თვის შემდეგ გარდაიცვალა.
ახალგაზრდის ცემისთვის 1998 წელს დაბადებული თარაშ კანდელაკი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კანდელაკმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დაკავების შემდეგ, გორის რაიონულმა სასამართლომ თარაშ კანდელაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადა 2021 წლის მარტში ამოეწურა და გათავისუფლდა.
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა საქმეზე განაჩენი 2023 წლის 15 ივნისს გამოაცხადა. მან პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება ნაკლებად მძიმე დანაშაულზე - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გადააკვალიფიცირა.
