ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის კონცერტი, რომელიც საქართველოში ივლისის ბოლოს იყო დაგეგმილი, ჯგუფის გადაწვეტილებით გაუქმდა. მუსიკოსები მიზეზად ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის გამო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 3 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო, გადავწყვიტეთ გავაუქმოთ ჩვენი კონცერტი საქართველოში, რომელიც 28 ივლისს უნდა გამართულიყო.
დღეს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ „ბლექ სი არენაზე“ გამოსვლა შეიძლება აღქმული იყოს როგორც მშვიდობიანი აქციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ძალადობრივი ზეწოლის გამართლება. ცემა, დაკავებები, მუქარები და ძალადობა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, აქტივიატებისა და ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოების სახელის გამტეხ და ლგბტი უფლებების უარმყოფელ კანონებთან ერთად, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ვემსახურებით.
სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტანტებს საქართველოში, რომლებიც უპირისპირდებიან მთავრობის ძალადობას და მიიჩნევენ, რომ უნდა ისმოდეს მათი ხმა და მათი გასაჭირი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცეს. ჩვენ დავბრუნდებით და წარვდგებით თქვენ წინაშე თავისუფლებაში. #დაიცავი პროტესტი“, - ვკითხულობთ Massive Attack-ის განცხადებაში.
ბრიტანული ჯგუფის კონცერტი მთავრობისპროექტის „Starring Georgia“-ს ფარგლებში უნდა გამართულიყო. მას შემდეგ, რაც 25 აპრილს ბილეთების გაყიდვა დაიწყო, საქართველოს მოქალაქეებმა Massive Attack-ის წევრებს სოციალურ ქსელში მიმართეს, აქციაზე გამოსული ახალგაზრდებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ და საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებისთვის გადაეხედათ. ჯგუფს განცხადებით მიმართა მოძრაობა „სირცხვილიამაც“: „ვიცით, რომ ჯგუფი Massive Attack სამართლიანობის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერია. ამიტომ, გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ამ საკითხს და თქვენი განსჯის საფუძველზე, საპასუხო ნაბიჯს გადადგამთ. სულ მცირე, ვიმედოვნებთ, რომ ამ ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ სცენიდან თქვენს პოზიციას დააფიქსირებთ“.
„ბლექ სი არენა“ მსმენელებს ბილეთების ფულს უკან დაუბრუნებს.
