წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის დასაწყისამდე გადავადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რაც, ამილახვარის განმარტებით, სამინისტროს დამატებით მისცემს საშუალებას, საჭიროებები სწორად გააანალიზოს.
„აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდეს 2024 წლის დასაწყისში.
თუმცა, ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა.
ეს პერიოდი გვინდა, გამოვიყენოთ პროცესზე დასაკვირვებლად, რომელიც პირველად მიმდინარეობს სისტემაში. გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები არ იყოს ორიენტირებული მოკლევადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ეფუძნებოდეს გრძელვადიან სისტემურ ხედვას“, - განაცხადა ამილახვარმა.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის პროფესიულ უნარებში გამოცდა პირველად 2022 წელს ჩატარდა. მასწავლებლებმა ერთი ტესტი ჩააბარეს, რომლის მაქსიმალური ქულა 70 იყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაზე 8102 მასწავლებელი გავიდა, საიდანაც ბარიერი (43 ქულა) 5646 მასწავლებელმა ვერ გადალახა. სტატუსის ცვლილება მხოლოდ 2456 მასწავლებელმა შეძლო. მენტორი მასწავლებლობის გამოცდის ჩაბარების სურვილი სულ 2744 წამყვანმა მასწავლებელმა გამოთქვა, რომელთაგან ბარიერი (53 ქულა) მხოლოდ 184-მა გადალახა.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას იღებენ.
