„უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას“, - თქვა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
როგორც მდინარაძემ განაცხადა, „მემკვიდრე პარტიების შესახებ“ კანონის პროექტის მიხედვით, პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი იქნება, თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა და საწესდებო მიზნები „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისას“ დაემთხვევა.
„შესაძლებელი იქნება, დაინტერესებულმა პირმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს ამ პარტიების აკრძალვის შესახებ.
ახლა, „ნაცმოძრაობის“ წევრები გადავიდნენ სხვა პარტიაში, შექმნეს სხვა პარტია, დაარქვეს რაღაც კარგი სახელი, პატრიოტული სახელი და თქვეს, რომ ჩვენ ვართ ახალი მოძრაობა და არაფერი საერთო არ გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ან მის რომელიმე სატელიტ პარტიასთან, ეს იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ხომ? ან მისი რომელიმე სატელიტი პარტია, რა მოცემულობაც დღეს გვაქვს. ამიტომ ამ შემთხვევაში გავრცელდება კანონის ნორმა.
წევრებზე არ არის საუბარი, რიგით წევრებს არავინ არაფერს ერჩის, არავინ არაფერს დაუშავებს, სამართლებრივი თვალსაზრისით არ ეხებათ. აქ საუბარია გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, ლიდერებზე. ისინი ვერ შეძლებენ, ჩამოაყალიბონ სხვა პოლიტიკური პარტია და ისევ საკუთარი მავნებლობით შეეცადონ, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივები დაუკარგონ“, - თქვა მდინარაძემ.
შეკითხვაზე, რომელი „სატელიტი პარტიების“ აკრძალვაზეა საუბარი, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ დღეს „საერთო მესიჯბოქსში“ ოთხი „აგენტურული პარტია“ ზის.
„ამაზე დაბეჯითებით, წინასწარ მაინც არ შეიძლება საუბარი, იმიტომ, რომ რომლის მიმართ რა სამართლებრივი საფუძვლი იქნება, რა მტკიცებულებები შეიკვრება საბოლოო ჯამში, რაც საშუალებას და საფუძველს მოგვცემს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელით მივმართოთ, ეს არავინ იცის.
უდიდესი ალბათობით და დიდი ვარაუდია ამისა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პარტიების, აგენტურული პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებამდე აპირებს. მდინარაძის თქმით, „როგორც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა“.
