მდინარაძე დიდთოვლობაზე: „სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით დაზაალებული მოსახლეობის დასახმარებლად, სახელმწიფო „მაქსიმალურს“ აკეთებს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და მას რაღაცნაირად შეუმსუბუქოს სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები. მაქსიმალური კეთდება. ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური.

დასავლეთში, პრაქტიკულად, სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში, მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას.

ასევე, ჩართულია უკვე, პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის ძალები. მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი შესაძლებლობაა ამისი. არის ადგილი ძალიან სამწუხარო, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი, ყველაზე მაღალი გამავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, არის „რამდენიმე სოფელი, რამდენიმე ოჯახი, საიდანაც არის რაღაცა პრობლემები და საგანგაშო სიგნალები“.

„ამ წუთამდე ცდილობენ მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით, მაღალი გამავლობის ტექნიკით და ეს პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუმცა ხდება გზების გაკვალვა.

იმდენად დიდი თოვლია, რომ ადგილებში თოვლის სხვაგან გადატანის საჭიროება დადგა. მძიმე ტექნიკა მუშაობდა და თოვლი სად წაეღოთ ისიც კი აღარ იცოდნენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, უშუალოდ სტიქიის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიამ არაერთი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

„ერთი საოცრება შემიძლია გითხრათ აქვე: ლანჩხუთში, სოფელ ნინოშვილში, გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და სტიქიის გამო გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი აწერდნენ სტიქიას. [...] სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულად და ესენი აპანიკებენ. მავნებლობის ხარისხი წარმოიდგინეთ“, - უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში რამდენიმე დღეა თოვს. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში - ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში თოვლის საფარმა ზოგან ორ მეტრამდე მიაღწია. თოვლით არის დაფარული შიდა გზები. გარდა ამისა, სოფლების ნაწილი ოთხი-ხუთი დღეა, ელექტრიენერგიის გარეშეა დარჩენილი, ნაწილს არ აქვს ბუნებრივი აირი და წყალიც. თოვლმა უკვე ათობით სახლი დაანგრია.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ვერ უკავშირდებიან სოფლებში ჩარჩენილ ოჯახის წევრებს, მარტოხელა მოხუცებს. ნაწილი ამბობს, რომ ეწურებათ საკვების მარაგი, მათ შორის, ბავშვებისთვის.

მოქალაქეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, გზების გაწმენდა დროულად არ დაიწყო, ხოლო მობილიზებული ტექნიკა არასაკმარისია.

დღეს, 25 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრძანება გამოსცა და მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. მანამდე, გურიის მცხოვრებლების დასახმარებლად, მოხალისეები დაორგანიზდნენ.  

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.