„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გავრცელდება მხოლოდ მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე და არა ზოგადად, ონლაინმედიაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები – პაპუაშვილი
- 5 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 6 ლილუაშვილმა სასამართლოში დავა მოუგო ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ქოლცენტრებთან კავშირში ამხელდნენ
„საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. დღეს აქტუალური იყო კითხვა, გავრცელდება თუ არა ონლაინმედიაზე ზოგადად? არა, ონლაინმედიაზე ზოგადად არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, - განაცხადა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მიმდინარე კვირაში „ქართული ოცნების“ პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის, რაც აქამდე თვითრეგულირებაში იყო, სახელმწიფო რეგულირების სფეროში გადადის.
„ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევათა წესები გადადის სავალდებულო აღსრულებაში - ასე დავარქვათ - გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადის სახელმწიფო რეგულირების სფეროში. თუ აქამდე იყო თვითრეგულირებაში და კონკრეტულ მედიასაშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება და საშუალება, ახლა ეს ფუნქცია კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გადაეცემა. განსხავება მხოლოდ ეს არის“, - თქვა მდინარაძემ.
მდინარაძის ბრიფინგს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიუდილ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, კანონში დაგეგმილი ცვლილებები არა მხოლოდ მაუწყებლებზე, არამედ ონლაინმედიაზეც გავრცელდებოდა. „აქ იგულისხმება ის ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ თავს მედიას უწოდებენ და წარმოადგენენ მედიას, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება და ხერხი ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორც საიტებს, ასევე სხვადასხვა აპლიკაციას და აქვთ სტრუქტურიზებული ფორმა“, - განაცხადა გორდულაძემ საკომიტეტო განხილვის დროს.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლებს - ტელევიზიებსა და რადიოებს - ეკრძალებათ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება, ასევე, იზრდება კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები. კომისიას მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა ექნება ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ მიიჩნევს, რომ საავტორო პროგრამაში „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“ ადეკვატურად არ არის წარმოდგენილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ცვლილებების მთავარი მიზანია ცენზურის ან თვითცენზურის შემოღება და კრიტიკული არხების პროდუქციაზე შინაარსობრივი კონტროლის დაწესება.
