მელია, ჩალაძე და მუმლაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე და პარტიასთან დაკავშირებული ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევნებში საკუთარ კანდიდატურებს წარადგენენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს! დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით - მიშას თავისუფლება. ფაქტია, დღემდე ეს ვერ მოხერხდა. სასიცოცხლოდ აუცილებელია მოკლე დროში შედეგის დადება - მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება! არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე, მას ვერ შევცვლი, მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევქმნათ ერთად! ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო. პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში. მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით. ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო“, - დაწერა ჩალაძემ სოციალურ ქსელში.

„გადაწყვეტილება მიღებულია! ვაპირებ მონაწილეობის მიღებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში! ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი სრულად ჩამოსცილდეს პარტიის მართვას! ცვლილებების შემდეგ პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის იძულების კამპანიისკენ, რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს!

მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას! პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!

ვიწვევ ნიკა მელიას ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმენტირებულად ავუხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!

მივმართავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დროულად მოიწვიოს პოლიტსაბჭო და უზრუნველყოს სანდო საარჩევნო პროცესი!“,- წერს გიორგი მუმლაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ მოთხოვნით ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი 9 ნოემბერს გამართეს. ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ 2020 წელს აირჩიეს და უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 2 წელი აქვს დარჩენილი. მან თქვა, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ტიპის, მითუმეტეს შიდაპარტიულ არჩევნებში და თან მაშინ, როცა არცთუ ისე ცოტა სათქმელი დაუგროვდა. მანამდე, სექტემბერში, მელიამ TV პირველის ეთერში პარტიაში არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე ისაუბრა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მხრიდან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).