მერაბ დვალიშვილმა ლოს-ანჯელესში, UFC 311-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის ქამარი დაიცვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ქართველი მებრძოლისთვის ეს ზედიზედ მე-12 გამარჯვებაა. დვალიშვილი პირველია, ვინც ნურმაგომედოვი დაამარცხა.
„მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს! მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროსვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას ექვსი კვირით ადრე დავთანხმდი, ფეხზეჭრილობა მქონა, ინფექცია მაქვს და ზურგი მტკიოდა, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი. UFC-მ მე ყველაფერი მომცა.
უმარი ძლიერი მებრძოლია და კარგია, მაგრამ ბებერი მიწოდა. დიახ, ბებერი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვმუშაობ. მე უფრო შრომისმოყვარე ვარ. მე მჯერა ჩემი შრომის. ხალხო, გთხოვთ, არ მისცეთ არავის უფლება, დაგჩაგრონ, ეჭვი შეგატანინოთ საკუთარ თავში. გჯეროდეთ თქვენი თავის და ყველაფერი შესაძლებელია.
მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო, მაგრამ მე ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის. მე მჯერა საკუთარი თავის, მჯერა ჩემი შრომის. მე საქართველოს სოფლიდან ჩამოვედი, ვმუშაობდი მშენებლობაზე, სანამ უმარი ვარჯიშით იზრდებოდა. მე მას პატივს ვცემ. ისინი მაგრები არიან, მაგრამ მე მეჯროდა საკუთარი თავის“, - თქვა დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ.
ჩემპიონის ქამარი მერაბ დვალიშვილმა 2024 წლის 14 სექტემბერს, იმ დროს მოქმედი ჩემპიონის, შონ ო'მალისდამარცხებით მოიპოვა. მანამდე დვალიშვილმა UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო, პიტერ იანიდა ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
ილია თოფურიას შემდეგ მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველია, რომელმაც UFC-ის ქამარი დაიცვა.
