მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი დეკლარაციაში ქონებას მალავს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ქონებრივ დეკლარაციაში მალავს საკუთარ ქონებას, ასევე, შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კაპიტონ ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაშია 7 ქონება, რომელთა დეკლარირება არ გააკეთა:

  • 1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება;
  • 57 კვ.მ. ბინა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე რომელსაც მეუღლესთან ერთად ფლობს;
  • 11,856 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მულახში - თანასაკუთრება;
  • 8,536 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - თანასაკუთრება;
  • 11,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება;
  • 3,203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება;
  • 357 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება;

კაპიტონ ჟორჟოლიანი დეკლარაციაში ასევე არ უთითებს 2023 წელს მერის პოზიციაზე მიღებულ ხელფასსაც. მესტიის მერს დეკლარაციაში ასახული აქვს მეუღლის, ნინო ხატისკაცის 2023 წლის ხელფასი - 82 643 ლარი. ნინო ხატისკაცი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფუძნებული და მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორია.

„ვინც დეკლარაციას ავსებს, მან იცის კარგად, დეკლარაციის შევსების პროცესში რა შეიძლება გამომრჩეს. სამწუხაროდ, ისეთი ადამიანები, რომლებიც მართლა მალავენ თავის შემოსავლებს, ისინი არ ავსებენ დეკლარაციებს და ამიტომ, ასეთი ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელების უფლებას აძლევენ თავის თავს“, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის თანახმად, მესტიის მერი ვალდებულია მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ინფორმაცია სრულად ასახოს. საკუთარი ქონებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ კაპიტონ ჟორჟოლიანს ინფორმაცია არც წინა წელს აქვს დეკლარირებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).