მევენახეებს, რომლებსაც ყურძენი სეტყვამ გაუნადგურა და ვენახი დაზღვეული არ ჰქონდათ, მთავრობა, დაზიანებულ თითოეულ ჰექტარზე, ბიუჯეტიდან დახმარების სახით 3500 ლარს გამოუყოფს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„კახეთის რეგიონში ახლა ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს რთველი. მე პირად მოვინახულე, ადგილზე ჩავედი და სიტუაცია არის ძალიან კარგი. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენს ხალხს. მევენახეებს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს დაესეტყვა ათასობით ჰექტარი ვენახი, განადგურდა მათი მოსავალი. ჩვენ ვთქვით, რომ ამ დაზიანებულ ყურძენს ჩავიბარებთ. 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან მათ ზიანი მიადგათ, გადავწყვიტეთ, როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით. ვფიქრობ, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად ამ დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ განმარტა, 2 და 17 სექტემბრის სეტყვის შედეგად, დაახლოებით 6 ათას ჰექტრამდე ვენახი დაზიანდა.
„ამ ფართობიდან, საბედნიეროდ, თითქმის ნახევარი დაზღვეული იყო, რაც ძალიან კარგია. თუმცა, გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, დანარჩენი ფართობის მესაკუთრეებს ვენახი დაზღვეული არ ჰქონდათ. მთავრობის გადაწყვეტილებით შემუშავებულია მექანიზმი, რომლითაც ყველა მევენახე, ვისაც ყურძენი სრულად დაუზიანდა, ერთ ჰექტარზე 3500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
