პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„რას დაემსგავსეთ, რას, საქართველოს პროკურატურა? ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? პაპუაშვილს როდის იბარებთ მუქარაზე? ადამიანებზე თავდასხმაზე, ძალადობაზე, თვალთვალზე როდის იწყებთ გამოძიებას? ეს გამოძიება და ეს დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო და როგორ მწყდება გული, რომ ამას თქვენ აკეთებთ“, - წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში ნათია მეზვრიშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პროკურატურის თანამშრომელი იყო.
ცესკოს გუშინდელი მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ არჩევნების გაყალბების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ხვალ, 31 ოქტომბერს გამოკითხვაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაიბარა. გენერალურ პროკურატურაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით“. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ თემას ჯერ არ გამოხმაურებია.
საარჩევნო ადმინისტრაციაში 29 ოქტომბერს განაცხადეს, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო, რაც „საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას“.
ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები: „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11%), „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10%), „ძლიერი საქართველო“ (8.8%) და „გახარია საქართველოსთვის“ (7.7%). მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა. 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, ოპოზიციონერებმა საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც გააჟღერეს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. მისი თქმით, გამოყენებული იქნა „გაყალბების ყველა ცნობილი რესურსი“, მათ შორის ახალი ტექნოლოგიები.
