თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს „საქართველოს პრეზიდენტად არჩევას“ ულოცავს. ერდოღანი მეხუთე ქვეყნის ლიდერია, ვინც „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ ყაველაშვილს პრეზიდენტობა მიულოცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, - წერია წერილში, რომელიც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა.
თურქეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს, ხოლო მეგობარ ხალხს - აღორძინებასა და ბედნიერებას.
არალეგიტიმურ პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართა. ყაველაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო, თანამდებობაზე 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. კენჭისყრა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა.
300-წევრიანი კოლეგიიდან არჩევნებში მხოლოდ 225 მონაწილეობდა და მიხეილ ყაველაშვილს ხმა 224-მა მისცა. მათგან 211 „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, ხოლო 14 - აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს. ბათილად ჩაითვალა საბჭოს დეპუტატის, ადა მარშანიას ხმა.
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ არც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და არც მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
დღემდე მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ქართულ ოცნებას“ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს აქვს დაგეგმილი.
