აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა „მცდარი“ და „აბსურდული“ უწოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, შეერთებული შტატები საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„სრულიად მცდარია. ვფიქრობ, სავსებით ცხადია, რომ ეს სრულიად მცდარია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი აყენებს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სავსებით მცდარი და აბსურდულია. აღვნიშნავ იმ ირონიას, რომ ქვეყანა, რუსეთი, რომელსაც უკანოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს 20%, ამ აბსურდულ ბრალდებებს უყენებს სხვა ქვეყანას“, - განაცხადა მილერმა.
გუშინ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი და უკვე შეიმუშავა კამპანია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის. რუსული დაზვერვის მტკიცებით, „ამერიკელმა კურატორებმა“ საქართველოში ოპოზიციურ ძალებს მისცეს „ბრძანება“, დაიწყონ საპროტესტო აქციების დაგეგმვა, რაც არჩევნებს უნდა დაემთხვას.
„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი ანტისახელმწიფოებრივი განწყობების გაღვივებაში. ვაშინგტონი ზურაბიშვილის მეშვეობით აპირებს ამომრჩევლების მომზადებას ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ რაიმე სახის პოლიტიკური სიურპრიზისთვის, რაც საბოლოოდ შეიძლება კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია აღმოჩნდეს“, - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში, რომელიც რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ 9 ივლისს გაავრცელა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ამ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამასთან, პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუა თქვა, რომ „გარკვეული გავლენიანი ჯგუფები, რომელთაც გავლენა მათ შორის ელჩებზეც აქვთ, ცდილობენ არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ“.
