„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მისივე თანაგუნდელების მიერ ინიცირებული კანონპროექტი - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 6 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
„ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული FARA-ს კანონის მიმართ. ეს არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, უხეში კანონი. მე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული FARA-ს კანონი დაიხვეწება და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად FARA-ს ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არის, ბუნებრივია, პარლამენტის საქმე“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
„ქართულმა ოცნებამ“ არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ 24 თებერვალს დაარეგისტრირა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი FARA-ს [Foreign Agents Registration Act] „სიტყვა-სიტყვით თარგმანია“. კანონპროექტში „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი ტერმინებიც გადმოიტანა, როგორებიცაა „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „აშშ-ის პრეზიდენტი“, „უცხოური პრინციპალი“ და სხვა.
„შემდეგში, საპარლამენტო განხილვის პროცესში, მოხდება კანონპროექტის შესაბამისი ტერმინოლოგიის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენით ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდნენ ქართულ კანონებთან დაკავშირებით, დასრულებულია.
შესაბამისად, დასრულდება ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 24 თებერვლის ბიუროს სხდომაზე.
„ქართული ოცნების“ წევრები ახალი კანონის საჭიროებას იმით ასაბუთებენ, რომ 2024 წლის მაისში მათ მიერ მიღებული რუსული კანონი (ოფიციალური სახელწოდება - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი) სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მიზანს. კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც დიდი ოდენობით იღებენ უცხოური ძალისგან დაფინანსებას, უარს ამბობს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციაზე და ამჯობინებს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სანქცია.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ე.წ. FARA-ს კანონპროექტი წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები:
- სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაცია;
რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;
ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე.
