მიტროპოლიტი გრიგოლი: თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა გვაბრუნებს ბნელ წარსულში

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„დღეს, როცა ჩვენ ვხედავთ მოქალაქეების სასტიკად ნაგვემ მდგომარეობას, უნდა ვაღიაროთ, რომ, ფაქტობრივად, დღეს გალახულია მთელი საქართველო, მიუხედავად იმისა, ვინ სად დგას. თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა და მისი ახალ-ახალი გამოვლინება, გვაბრუნებს ბნელ წარსულში, რაც იმის ნიშანია, რომ თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის როგორც ქვეყანას, ისე მთელ საზოგადოებას“, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

8 დეკემბერს, საკვირაო ქადაგების დროს, მეუფე გრიგოლმა თქვა, რომ ადამიანებისადმი გამოვლენილი, მართული სისასტიკე გზას უმზადებს უმართავ სახალხო მღელვარებას, რაც უმძიმეს გამოწვევას წარმოშობს სახელმწიფოს, ხალხის და ეკლესიის წინაშე.

„მცირე ხნის წინ მოვისმინეთ ჩვენ ასეთი ინიციატივის შესახებ, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რომ წარმოვიდგინოთ, განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანული სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანის ღვთივბოძებულ უფლებას თავისუფალი ნების გამოხატვის შესახებ, რომ უნდა გამორიცხავდეს ძალადობას თავისუფალი მოქალაქის მიმართ და ამ თავისუფალი ნების ჩახშობის მცდელობის მიმართ. ამის უზრუნველყოფა არის ის მთავარი პრინციპები, რაც წარმოდგენილია ქართული ქრისტიანული აზროვნების საღვთისმეტყველო სამართლებრივ ტექსტებში. საღი აზრი გვიხმობს, რომ არ ავცდეთ იმ პრინციპებს, რაც ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას ედება საფუძვლად“, - თქვა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

28 ნოემბრიდან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ. აქცია არაერთხელ დაშალეს წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. სპეცრაზმელებმა და ნიღბიანმა პირებმა აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, ასობით მომიტინგეზე იძალადეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. სახალხო დამცველის შეფასებით, მიყენებული დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი და ხარისხი „სარწმუნო წარმოდგენას ქმნის“, რომ პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს დასჯის მიზნით იყენებდა, რაც წამებაა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.