მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მოსკოვში პატრიარქ კირილის ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ (ფაჩუაშვილი) მოსკოვში იმყოფება. რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 24 მაისს, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, ის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის მიერ ჩატარებულ ლიტურგიას დაესწრო და ღვთისმსახურებაში მიიღო მონაწილეობა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

24 მაისს მოციქულთასწორი წმინდა მეთოდესა და კირილის დღე აღინიშნა. პატრიარქ კირილს ანგელოზის დღე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიულოცეს. უშუალოდ ტაძარში ღვთისმსახურებას სახელმწიფო დუმის წევრები და ხელისუფლების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

„პატრიარქად ჩემი მოღვაწეობის წლებმა შედარებით ხელსაყრელ პირობებში გაიარა. ყველაფერი მომხდარა, მოგვიწია და ახლაც გვიწევს პრობლემებისა და მწუხარების დაძლევა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ეკლესია ერთიანია, როგორც, ალბათ, არასოდეს ყოფილა მე-20 საუკუნეში. რა თქმა უნდა, რჩება მწუხარება იმათ მიმართ, ვინც უკრაინის მიწაზე ჩვენგან განცალკევებულია, მაგრამ გვჯერა, რომ რადიკალური პოლიტიკური ძალების მიერ პროვოცირებული ეს კონფლიქტი დაძლეული იქნება და ჩვენი ეკლესია, რომელმაც შეინარჩუნა თავისი ერთიანობა, კიდევ შეძლებს, თქვას თავისი მნიშვნელოვანი პასტორალური სიტყვა, მიმართოს მთელი რუსეთის ხალხს. მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ“, - განაცხადა ქადაგების დროს პატრიარქმა კირილმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან შეიტყო.

მოსკოვის პატრიარქი უკრაინაში რუსეთის ომს უჭერს მხარს, რის გამოც ის დიდი ბრიტანეთის და კანადის მთავრობებმა დაასანქცირეს კიდეც. კირილისთვის სანქციების დაწესებას აპირებდა ევროკავშირიც, თუმცა უნგრეთის წინააღმდეგობის შედეგად, სანქციათა მეექვსე პაკეტში მისი სახელი და გვარი (ვლადიმერ გუნდიაევი) არ შევიდა.

პატრიარქი კირილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობასაც აღიარებს. გარდა ამისა, იგი ილია მეორეს სრული ტიტულით - ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).