კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" საჩივარი და მის მიერ მომზადებული პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარის გამო, „მთავარი არხი“ 5000 ლარით დააჯარიმა. ტელეკომპანია მიიჩნევს, რომ სადავო ვიდეო კლიპი სიძულვილის ენას შეიცავს და კანონთან წინააღმდეგობაში მოდის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„ეს კლიპი, კონკრეტული ნაწილი, რომელიც არის სადაო, ეწინააღმდეგება კანონს. სამიზნედ არიან ამოღებული მოქალაქეები, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური სუბიექტები, არც ცესკოში რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები, არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ხოლო კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის, ანუ პარტიის ხელშემწყობი, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელია“, - განაცხადა „მთავარი არხის“ იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.
სადავო კლიპის ერთ ნაწილში, წარწერის „არა! მორალურ გადაგვარებას“ ფონზე, ჩანან სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური და სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად ესხმიან თავს.
„ქართული ოცნების“ დაჟინებული მოთხოვნაა, ამ ადამიანების წინააღმდეგ იყოს ეს გზავნილი, ისინი არიან წარმოჩენილნი, როგორც „საზოგადოების მორალური გადამგვარებლები“. ამის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთი კლიპი უნდა განთავსდეს ეთერში“, - აღნიშნა მურადაშვილმა.
კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ საარჩევნო კლიპში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ. მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებელი ვალდებული იყო ის ეთერში განეთავსებინა“.
კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი „მთავარმა არხმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კლიპი ეთერში არც „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ გაუშვეს.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)