გახარია: მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ „გახარია არ უნდა იყოს სიაში“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გაერთიანებაზე მოლაპარაკებების დროს, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერისა და „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ საარჩევნო სიაში თავად გახარია არ ყოფილიყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გულწრფელად გეტყვით, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, მაგალითად, რომ „გახარია არ უნდა იყოს სიაში“. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა, გულწრფელად მინდა ვთქვა, ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი.

ერთ რამეს გეტყვით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მე მარტო არ ვარ. არასდროს ვამბობ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ვარ მხოლოდ მე. ჩემ უკან უზარმაზარი გუნდია. თქვენ თუ დააკვირდებით, სხვა ბევრი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი ძალიან მდგრადია. ეს ადამიანები დაახლოებით ათი წელია ერთად ვშრომობთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ბევრი ვერ დავარწმუნე. როდესაც ვსაუბრობდით, იმ დონეზე ვიყავით მისულები, რომ ამ ადამიანებს ვესაუბრებოდი, მეგობრებო, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ სიაში შესვლა, სადაც მე ვერ ვიქნები. ბევრმა უარი თქვა, ზოგი წინააღმდეგი იყო“, - განაცხადა გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი გახარიას ამ განცხადებას მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა. ხაზარაძის თქმით, მისი შეთავაზება იყო სიაში არ ყოფილიყვნენ, რადგან „კონფლიქტის წარსულიდან“ მოდიან და ახალგაზრდებისთვის დაეჭირათ მხარი.

„თუმცა, მერე მივხვდი, გუშინდელ შეხვედრაზე, რომ მან შეიძლება ჩათვალა, თითქოს ვიღაცას უნდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება, რაც ასე არ არის და ვუთხარი, რომ კი ბატონო, როგორც კომპრომისი, მზად ვარ, რომ ეს პუნქტი შევცვალოთ და გუშინვე დავუდასტურე, რომ თუ სურვილი აქვს, რომ იყოს სიაში, იყოს, შესაბამისად, მეც მასთან ერთად“, - თქვა ხაზარაძემ. 

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დასაწყებად სამი პრინციპი დაასახელა. ესენია ნეიტრალური პლატფორმის შექმნა, გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი და კოალიციის დაუშვებლობა როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როგორც გახარიამ განაცხადა, მოლაპარაკების ის ეტაპი, რომელიც „ძველი პრინციპებით“ მიმდინარეობდა, დასრულებულია, ხოლო თუ „ლელო“ აღნიშნულ სამ პრინციპზე სასაუბროდ მზადაა, მისი პარტიაც ნებისმიერ დოკუმენტზე მოაწერს ხელს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).