მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავს, მოლდოვის შესაბამისი უწყებების მიერ დადასტურებულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მაია სანდუმ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე განცხადება დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმა ახალი არ არის.
„სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფოს ძირის გამოთხრის მცდელობები გასულ შემოდგომაზეც იყო, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს ჩვენი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამცავი უწყებების სწრაფი ჩარევის წყალობით. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით პოლიცია და ინფორმაციის და უსაფრთხოების სამსახური ჩაერივნენ კრიმინალური ელემენტების მიერ ორგანიზებულ ზოგიერთ საქმეში და ძალადობის მცდელობები შეაჩერეს.
გასული წლის შემოდგომაზე ენერგეტიკული კრიზისი მოექცა ყურადღების ცენტრში, რომელიც, მოსალოდნელი იყო, რომ ხალხის სერიოზულ უკმაყოფილებას და ძალადობრივ პროტესტს გამოიწვევდა.
უახლოესი მომავლის გეგმა ითვალისწინებს მოქმედებების სერიას სამხედრო მომზადების, სამოქალაქო პირებად შენიღბული დივერსანტების მონაწილეობით, რომლებიც განახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს, თავს დაესხმებიან სამთავრობო შენობებს და მძევლებს აიყვანენ. ე.წ ოპოზიციის პროტესტით შენიღბული ძალადობრივი ქმედებებით, ისინი კიშინიოვში ხელისუფლებას შეცვლას აიძულებენ.
ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან მიღებულ დოკუმენტებში ზუსტად არის მითითებული ამ დივერსიული ქმედებების ლოკაციები და ლოგისტიკური ასპექტები. გეგმა ასევე ითვალისწინებს ძალადობრივი მოქმედებებისთვის მესამე პირების გამოყენებას. მაგალითად, მასალები შეიცავს ინსტრუქციებს რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის რესპუბლიკის, სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის მოლდოვის რესპუბლიკაში შესვლის წესების შესახებ“, - განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის გეგმის მიზანია მოლდოვაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობა, ლეგიტიმური ხელისუფლების არალეგიტიმურით შეცვლა.
„ეს ქვეყანას ჩააყენებს რუსეთის განკარგულებაში, რათა შეჩერდეს ევროინტეგრაციის პროცესი და მისცეს რუსეთს შესაძლებლობა, მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენოს.
მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი საზრუნავია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და მისი მოქალაქეები, მშვიდობა და საზოგადოებრივი წესრიგი. კრემლის მცდელობა, ძალადობა შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში, წარუმატებელი იქნება. ამიტომ, მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გჯეროდეთ მოლდოვას რესპუბლიკის“, - მიმართა პრეზიდენტმა მოქალაქეებს.
9 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინულ დაზვერვას ხელში ჩაუვარდა „მოლდოვაში პოლიტიკური სიტუაციის განადგურების დეტალური რუსული გეგმა“. ზელენსკის თქმით, ეს ინფორმაცია სანდუს მიაწოდა.