წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, ახალი „თავდადაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვის შედეგად, ამოიღო 72-ე მუხლი, რომლითაც სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით იყო განსაზღვრული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ გაწვევის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საკმარისი საფუძვლები არსებობს.
„გვქონდა მსჯელობა და ვფიქრობთ, რომ ეს დიდი სტატისტიკაც არ არის და მითუმეტეს, ამ გაზრდილი მოსაკრებლით ბევრ ადამიანს ვერ ექნება სარგებლობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, არსებობს გადავადების და გათავისუფლების სხვადასხვა საფუძვლები, ასევე, ინდივიდუალურ შემთხვევებში პრემიერ-მინისტრს აქვს უფლებმოსილება შეაფასოს კონკრეტული საქმე და გადაავადოს ან გაათავისუფლოს ახალგაზრდა“, - აღნიშნა გიორგაძემ.
პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პირველი მოსმენით, 80 ხმით 2-ის წინააღმდეგ, 4 აპრილს მიიღო. სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვალა სახელი და „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“ ეწოდა.
კოდექსის მიღების შემთხვევაში, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადა შემცირდება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად იქნება შემდეგი ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით ელექტრონული სისტემის მეშვეობით. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
აღნიშნული ცვლილებების ამოქმედება 2025 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.
