საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა თანამდებობა უფლებამოსილების ამოწურვამდე 5 წლით ადრე დატოვა. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ფიქრობენ, რომ კიკილაშვილის გადადგომა წინასწარ იყო შეთანხმებული და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის არჩევას უკავშირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
ხვიჩა კიკილაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ განაცხადა, მოსამართლის თანამდებობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა და შესაბამისი განცხადება ერთი კვირის წინ დაწერა.
კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზანაესი სასამართლოს პლენუმმა 2020 წლის აპრილში, 10 წლის ვადით დაინიშნა. მისი შემცვლელიც უზანაესმა სასამართლომ უნდა შეარჩიოს.
30 მარტს უფლებამოსილების ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ არის არჩეული.
კიკალიშვილის და ტურავას ადგილმონაცვლეების დანიშვნის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.
„ტურავას ადგილზე „ქართული ოცნება“ ვერავის დანიშნავს ქმედუუნარო პარლამენტის გამო, არ აქვს საკმარისი 90 ხმა, რომ საკონსტუიტუციო სასამართლოში პარლამენტის კვოტით მოსამართლე დანიშნოს“, - ამბობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ მერაბ ტურავას შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს, რომელსაც უზენასესი სასამართლოს პლენუმი მარტივად დანიშნავს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 9 მოსამართლისგან შედგება. კიკილაშვილისა და ტურავას გარდა, პლენუმის წევრები არიან ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
ტურავას თავმჯდომარეობის პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებაში სდებდნენ ბრალს:
- 2023 წლის ოქტომბერში, სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელის საფუძველზე მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა, რაც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების წინაპირობა გახდა. საქმეზე განსხვავებული მოსაზრება მოსამართლეებმა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირეს.
- 2024 წლის ოქტომბერში, საკონსტუტუციო სასამართლომ არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება და ოთხი კონსტუტუციური სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივად მიიღო განსახილველად. სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოთხოვნის არდაკმაყოფილების შესახებ განსხვავებული აზრი გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა გამოთქვეს.
- 2024 წლის ნოემბერში, საკონსტუტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და მეათე მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხებოდა. განსხვავებული აზრი ჰქონდათ გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
მერაბ ტურავას უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს ერთ თვეში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს. ახალი თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება თუ ფარული კენჭისყრის დროს მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრი.
