თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაფრინდაშვილს 27 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 2 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ირწმუნება, რომ იმ დროს [20:17 სთ], როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი, რუსთაველის გამზირზე საერთოდ არ იყო და სანაპიროზე „მაკდონალდსში“ იმყოფებოდა.
გაფრინდაშვილმა პროცესზე მოსამართლე ნინო ენუქიძის აცილება მოითხოვდა, ვინაიდან ის სანქცირებულია და გადაწყვეტილებების 100% „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აქვს მიღებული. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებს.
75-ე დღეა, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით. მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა არერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
