ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ 14 პირის ვინაობა, ვისაც „ქართველი ხალხის მიმართ გაუმართლებელი ძალის გამოყენებისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო“ სავიზო სანქცია დაუწესა. ესტონეთში შესვლა აეკრძალათ გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა საქმეებს განიხილავდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 5 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
ესტონეთმა 2 დეკემბერს მიღებული სავიზო სინქციების სია გუშინ გააფართოვა. საქართველოს სანქცირებულ 25 მოქალაქეს შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ ლიდერებიც მოხვდნენ.
15 დეკემბერს ესტონეთმა დაასანქცირა:
- ირაკლი კობახიძე - საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი
- მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი
- კახა კალაძე - თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
- თეა წულუკიანი - არალეგიტიმური პარლამენტის წევრი
- დიმიტრი სამხარაძე - არალეგიტიმური პარლამენტის წევრი
- გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
- გიორგი გაბიტაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურორი
- კოკა კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
- კობა ჩაგუნავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
- ლელა მილდენბერგერი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
- ლელა ცაგარეიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
- მანუჩარ ცაცუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
- ნინო ენუქიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
- ზვიად ცეკვავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
2 დეკემბერს ესტონეთმა დაასანქცირა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქემთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი(„ხარება“) და მისი მოადგილეები - მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე.
ესტონეთთან კოორდინაციაში, საქართველოს ჯამში 28 ოფიციალური პირს სავიზო სანქცია დაუწესა ლიეტუვამაც.
საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ ესტონეთისა და ლიეტუვის მთავრობების გადაწყვეტილება „ანტიქართულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ „შემხვედრ ზომებს“ არ მიიღებს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნულ ქვეყნებს „ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი“ და მათი მთავრობები „არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ“.
