თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„შუამდგომლობის განხილვა დასრულდა. დაახლოებით 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. მინდა, რომ მოგახსენოთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ადგილზე თათბირით. კარგად და ზედმიწევნით ცნობილია საქმის მასალები, შუამდგომლობის მოთხოვნაც, მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაც. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან განჩინების აღსრულების გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. სხდომა დასრულებულია“, - თქვა მოსამართლე არევაძემ.
სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ველოდით. ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩვენი სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანდა. გადაწყვეტილება პოლიტიკურია, სამართალთან საერთო არაფერი აქვს. რადგან სამართალი საქართველოში მკვდარია, ბუნებრივია, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მიღებული. ეს ხდება ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთით და ახლა ხარობენ ქართველები, რომლებიც სხედან შუშის სასახლეში და რუსეთში. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამ სირცხვილს საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს“, - თქვა მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეს 2022 წლის 9 დეკემბრიდან განიხილავდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნას საფუძვლად ედო ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების წინ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების შეფასებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ-ის ან/და ევროკავშირის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, 2022 წლის მაისიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.